

რიგორ მორტისის გამომწვევი მოლეკულური საფუძვლები და კუნთების მოლეკულური ანატომია

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ორგანიზმის სიკვდილის შემდგე უჯრედში შედიან კალციუმის იონები. ისინის ასევე თავისუფლდებიან უჯრედის ციტოპლაზმაშიც, რადგან სარკოპლაზმური რეტიკულუმი (ენდოპლაზმური ბადე) განიცდის დეგრადაციას - იგი იშლება (როგორც ვიცით გლუვი ენდოპლაზმური ბადე უჯრედში კალციუმის იონების დეპოს წარმოადგენს).
კალციუმის როლი კუნთის შეკუმშვისას საკმაოდ დიდია. ოთხი იონი უკავშირდებიან TnC-ს (ტროპონინ C-ს) და უზრუნველყოფენ აქტინის მიოზინშემაერთებელი საიტის გათავისუფლებას ტროპომიოზინისაგან, რის შედეგადა მიოზინის დახრილობაშეცვლილი თავი დაუკავშირდება აქტინის გლობულის აქტიურ ცენტრს და მოხდება კუნთის შეკუმშვა. შესაბამისად ციტოპლაზმაში კალციუმის სიჭარბისას აქტინი და მიოზინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი და კუნთი შეკუმშულია.
ცოცხალ ადამიანში კუნთის ნორმალური შეკუმშვა ვლინდება, მაშინ როდესაც მიოზინის თავზე ადფ-ს ჩაანაცვლებს ატფ-ი. ამ დროს მიოზინი აქტინს მოშორდება და კუნთი მოდუნდება. ამ პროცესის პარალელურად Ca2+ ატფ-აზები კალციუმის იონებს გადატუმბავენ უკან სარკოპლაზმურ რეტიკულუმში და აქტინის მიოზინშემაერთებელი საიტი ტროპომიოზინით დაიფარება შესაბამისად მიოზინი ვერ დაუკავშირდება აქტინს და განვითარდება კუნთის მოდუნება - რელაქსაცია.
მიცვალებულებში რიგორ მორტისის „მოსახსნელად“ იყენებენ სპეციალურ ფერმენტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მიოზინისა თავის დეგრადაციას და აქტინის გლობულის გათავისუფლებას მისგან. კუმშვადი ცილების „გახლეჩვა“ ასევე იწყება რიგორ მორტისის გამოვლენიდან 48-60 საათში.
ფიზიოლოგიური ცვლილებები
რიგორ მორტისის „მოქმედება“ დამოკიდებულია ასაკზე, სქესზე, ფიზიკურ მდგომარეობასა და ინდივიდის კუნთოვან მასაზე. ანუ რაც უფრო "დაკუნთულია" ინდივიდი, მით უფრო მეტი ხარისხით ვლინდება რიგორ მორტისის ფენომენი.
კუნთების რიგიდულობა არ ვლინდება ახალშობილებსა და მცირეწლოვანი ბავშვების გვამებზე, რადგან მათი კუნთოვანი მასა ძალიან მცირეა.
კრიმინოლოგები რიგორ მოტისის გამოვლენის ხარისხის მიხედვით ადგენენ ადამიანის გარდაცვალების დროს. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ რიგორ მორტისი ცხოველებშიც ვლინდება.
Comments
Post a Comment