Skip to main content

Posts

Showing posts from December, 2017

რიგორ მორტისი - SOD

     სიკვდილის შემდეგ ცხედრებს ხშირად აღენიშნებათ გაშეშებული კიდურები თითქოს გვამი გაყინულიაო, ეს ერთი შეხედვით ძალიან უჩვეულოა, რადგან ამ დროს მეტაბოლიზმი ჩერდება და ადამიანის კუნთს კუმშვადობის უნარი ერთმევა. მაშ რაშია საქმე? ამ ფენომენს მეცნიერებმა სიკვდილის შემდგომი კუნთების რიგიდულობა (გაშეშება) ანუ  რიგორ მორტისი - SOD (S tiffness O f D eath )  უწოდეს, იგი სიკვდილის მესამე ეტაპია და ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე იოლი საშუალებაა სიკვდილის დასადასტურებლად. რიგორ მორტისი გამოწვეულია იმ ქიმიური რეაქციებით კუნთებში, რომელიც „სიკვდილის შემდეგ მიმდინარეობს“ და იწვევს გვამის კუნთების რიგიდულობას. ადამიანში ეს ფენომენი ვლინდება გარდაცვალებიდან 2 – 6 საათში.   რიგორ მორტისის გამომწვევი მოლეკულური საფუძვლები და კუნთების მოლეკულური ანატომია      სიკვდილის შემდეგ, ორგანიზმში წყდება სუნთქვის პროცესი. ამოწურვადი ჟანგბადი გამოიყენება  ადენოზინტრიპოსფატის - ატფ-ის წარმოსაქმნელად. ატფ ყველაფერთან ერთად საჭიროა აქტინისაგან კუმშვადი ცილა მიოზინის თავის გასათავისუფლებ

მალიბრი ნანიზმი - პერჰენტუპას სინდრომი

დიდი ხანი ვფიქრობდი რაზე დამეწერა ახალი ბლოგი, ამასობაში სამედიცინო უნივერსიტეტში ბიოლოგის კათედრამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კონფერენცია. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობის სურვლი მეც გამოვთქვი და საკმაოდ მალე ვიპოვე თემა, რომელზეც მოხსენებას მოვამზადებდი. ზოგადად ხალხმა, რომელიც ჩემ გარშემოა, იცის რომ უცნაური და იშვიათი რაღაცები მიყვარს. გამონაკლისი არც ეს თემა ყოფილა. მოვიძიე დაავადება, რომეელიც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უიშვიათესია.  სანამ უშუალოდ დაავადებაზე  დავიწყებ საუბარს მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უჯრედის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოიდ - პეროქსისომას, რადგან აღნიშნული დაავადება ამ ორგანელასთან არის დაკავშირებული. პეროქსისომები - სტრუქტურა და ფუნქცია      პეროქსისომა ერთმემბრანიანი ორგანელაა, რომელიც ეუკარიოტული უჯრედების უმრავლესობაშია აღმოჩნილი. მიტოქონდრიების მსგავსად ისინიც უჯრედის სასიცოცხლო პროცესების წარსამართად იყენებენ ჟანგბადს, მაგრამ ენერგიის სადგურებისაგან განსხვავებით მათ საკუთარი გენომი არ გააჩნიათ. განივ განაკვეთზე