Skip to main content

Posts

CJD - კრუტცფელდ-იაკობსის დაავადება

ჩემი ბლოგების მკითხველებმა იციან, რომ სტატიებს ყოველთვის უიშვიათეს და ძალიან საინტერესო დაავადებებზე ვაქვეყნებ, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. დღეს მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნეიროდეგეერაციული დაავადება, რომლის შესწავლაც 1980-იანი წლებიდან დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს.  მაშასადამე თქვენს წინაშეა ყველაზე გავრცელებული ტრანსმისიული პრიონული დაავადება - CJD ანუ  კრუტცფელდ-იაკობსის დაავადება  ტრანსმისიური (გადამდები) ღრუბლისებრი ენცეფალოპათიები - TSE TSE (Transmissible Spongiform Encephalopathies) ცნობილია ასევე პრიონული დაავადებების სახელითაც. TSE ჯგუფი აერთიანებს უიშვიათეს დაავადებებს, რომელებიც იწვევს თავის ტვინის დეგენერაციას. ისინი ხასიათდება ტვინში მცირე ზომის მრავალი ხვრელის გაჩენით, რომლებიც ამ უკანასკნელს ღრუბლის ფორმას ანიჭებს. აღნიშნული ხვრელების დანახვა შესაძლებელია მხოლოდ თავის ტვინის ნერვული ქსოვილის მიკროსკოპით დათვალიერების შედეგად. TSE-ს მიეკუთვნება: კურუ, მომაკვდინებლი ოჯახური ინსომნია (FFI), გერსტმან-სტრაუსელ-შჩეინკენის დაავადებ
Recent posts

ქიმერიზმი და ქიმერული ტრანსპლანტაცია - COT - Chimeric Organ Transplantation

მოკლედ ,  დიდი   ხანია   ახალი   სტატია   არ   დამიწერია   და   რაღაც   ძალიან   ინაქტიურიც   გავხდი ,  მაგრამ   ვეცდები   კიდევ   უფრო   მეტი   და   მეტი   ახალი   ინფორმაცია   შემოგთავაზოთხოლმე .  დღეს   კი   მინდა   ერთ  -  ერთ   ძალიან   მაგარ   სამედიცინო   მიღწევაზე   გესაუბროთ .      HOT  ანუ   ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაცია არის სამედიცინო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ინოვაცია, რომლის  დროსაც  ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან კვეთენ ორგანოს ან მის ნაწილს და ათავსებენ რეციპიენტის ორგანიზმში, ანუ ექიმები მიმღების  დაზიანებულ ორგანოს ანაცვლებენ დონორის ჯანმრთელი ორგანოთი ან მისი ნაწილით.       არსებობს ტრანსპლანტაციის განსხვავებული სახეები, მაგრამ დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივაბყრო ყველაზე „ახალგაზრდა“ და ამავდროულად ექსპერიმენტალურ ტრანსპლანტაციის მეთოდს, რომელსაც  COT  ანუ „ორგანოტა ქიმერული ტრანსპლანტაცია“ ეწოდება. აღნიშნული მეთოდი მთლიანად ემყარება ქიმერიზმის პრინციპს.      HOT  ანუ   ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაცია არის სამედიცინო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ინოვაცია, რო

რიგორ მორტისი - SOD

     სიკვდილის შემდეგ ცხედრებს ხშირად აღენიშნებათ გაშეშებული კიდურები თითქოს გვამი გაყინულიაო, ეს ერთი შეხედვით ძალიან უჩვეულოა, რადგან ამ დროს მეტაბოლიზმი ჩერდება და ადამიანის კუნთს კუმშვადობის უნარი ერთმევა. მაშ რაშია საქმე? ამ ფენომენს მეცნიერებმა სიკვდილის შემდგომი კუნთების რიგიდულობა (გაშეშება) ანუ  რიგორ მორტისი - SOD (S tiffness O f D eath )  უწოდეს, იგი სიკვდილის მესამე ეტაპია და ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე იოლი საშუალებაა სიკვდილის დასადასტურებლად. რიგორ მორტისი გამოწვეულია იმ ქიმიური რეაქციებით კუნთებში, რომელიც „სიკვდილის შემდეგ მიმდინარეობს“ და იწვევს გვამის კუნთების რიგიდულობას. ადამიანში ეს ფენომენი ვლინდება გარდაცვალებიდან 2 – 6 საათში.   რიგორ მორტისის გამომწვევი მოლეკულური საფუძვლები და კუნთების მოლეკულური ანატომია      სიკვდილის შემდეგ, ორგანიზმში წყდება სუნთქვის პროცესი. ამოწურვადი ჟანგბადი გამოიყენება  ადენოზინტრიპოსფატის - ატფ-ის წარმოსაქმნელად. ატფ ყველაფერთან ერთად საჭიროა აქტინისაგან კუმშვადი ცილა მიოზინის თავის გასათავისუფლებ

მალიბრი ნანიზმი - პერჰენტუპას სინდრომი

დიდი ხანი ვფიქრობდი რაზე დამეწერა ახალი ბლოგი, ამასობაში სამედიცინო უნივერსიტეტში ბიოლოგის კათედრამ გადაწყვიტა ჩაეტარებინა კონფერენცია. რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობის სურვლი მეც გამოვთქვი და საკმაოდ მალე ვიპოვე თემა, რომელზეც მოხსენებას მოვამზადებდი. ზოგადად ხალხმა, რომელიც ჩემ გარშემოა, იცის რომ უცნაური და იშვიათი რაღაცები მიყვარს. გამონაკლისი არც ეს თემა ყოფილა. მოვიძიე დაავადება, რომეელიც თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უიშვიათესია.  სანამ უშუალოდ დაავადებაზე  დავიწყებ საუბარს მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო უჯრედის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ორგანოიდ - პეროქსისომას, რადგან აღნიშნული დაავადება ამ ორგანელასთან არის დაკავშირებული. პეროქსისომები - სტრუქტურა და ფუნქცია      პეროქსისომა ერთმემბრანიანი ორგანელაა, რომელიც ეუკარიოტული უჯრედების უმრავლესობაშია აღმოჩნილი. მიტოქონდრიების მსგავსად ისინიც უჯრედის სასიცოცხლო პროცესების წარსამართად იყენებენ ჟანგბადს, მაგრამ ენერგიის სადგურებისაგან განსხვავებით მათ საკუთარი გენომი არ გააჩნიათ. განივ განაკვეთზე