
გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერება არც თუ ისე დიდი
ხანია რაც სინესთეზიით დაინტერესდა, კვლევების თანახმად, რომლებიც შეგრძნებების სხვადასხვა
კომბინაციებს ეფუძვნება, მეცნიერები სინესთეზიის ასზე მეტ ვარიანტს განიხილავენ, რომელთა
შორისაცაა: ვიზუალურ, სმენითი, გემოს შეგრძნებითი, ხედვითი, ყნოსვითი, ტაქტილური სინესთეზიები.
ეს უნიკალური ფენომენი, ბოლომდე შესწავლილი ჯერ კიდევ არაა.
სინესთეზიის, კერძოდ კი ფერადი სმენის მიმართ ინტერესი
ანტიკური საბერძნეთიდან იღებს სათავეს. ბერძენი ფილოსოფოსნი პითაგორა დარწმუნებული
იყო, რომ ყველა ადამიანს საკუთარი პირადი მუსიკა აქვს. იგი ამტკიცებდა, რომ ყველა ცოცხალ
არსებასა და ნივთს გააჩნია საკუთარი რიცხვი, ფერი, ფორმა და ბგერითი ინტერვალიც კი.
XVI-XVII
საუკუნის ინგლისელი ფიზიკოსი
და ფილოსოფოსი სერ ისააკ ნიუტონი თვლიდა, რომ მუსიკალური და ფერადი ტონები საერთო სიხშირეებში
ერთიანდებოდნენ, სამწუხაროდ ეს იდეა მცდარი იყო.
1821 წელს პირველად შეისწავლეს სინესთეზიის ერთ-ერთი
ტიპი - ფერადი სმენა. ფსიქოფიზიკოსმა გუსტავ
ფეხნერმა 1871 წელს პირველმა შეადგინა მიმოხილვა მოცემლი თემის შესახებ. იგი აკვირდებოდა
73 სინესთეტს. სინესთეზიას საუკუნეების მანძილზე იკვლევდნენ, მაგრამ 1930-1980 წლებში
კვლევები რიგ მიზეზთა გამო ჩრდილქვეშ მოექცა.

ორიოდე წლის წინ მსოფლიო მედია და სამედიცინო საზოგადოება
ერთი თემის ირგვლივ გაერთიანდა. მოხდა ფენომენალური მოვლენა - კანადელ მამაკაცს ინსულტის
შედეგად სინესთეზიის ნიჭი გაუჩნდა. იგი გრძნობდა, რომ გარკვეული ფერის კალმით დაწერილი
ასოები მასში გაღიზიანებას იწვევდნენ. მაგალითად, მას ლურჯი ფერის დანახვაზე პირში
ჟოლოს გემო უჩნდებოდა, ხოლო ჯეიმს ბონდის ფილმის „საუნდტრეკის“ მოსმენის დროს კი ორგაზმისთვის
დამახასიათებელ კონვულსიებს გრძნობდა. შეშინებულმა მამაკაცმა ექიმს მიმართა. მათ დაადგინეს,
რომ ინსულტის შედეგად დაზიანებული ტვინი ცდილობდა ნეირონებს შორის ქაოტური კავშირების
ხელახლა ჩამოყალიბებას.
სინესთეზია ხალხს ჰალუციანაციებში ერევა, მაგრამ ეს
ჰალუცინაცია ნამდვილად არ არის. სინესთეზია რეალურ გრძნობათა კომპლექსია. ნეიროფიზიოლოგები
დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რა არის ზუსტად სინესთეზია. ერთ-ერთი თეორიის თანახმად,
სინესთეტის ტვინში ნეირონები სპონტანურად ცვლიან ელექტროიმპულსებს და შედეგად, ადამიანის
ცნობიერებაში შეგრძნებებს შორის უცნაური ურთიერთკავშირი ჩნდება. მოცემული თეორიის თანახმად
სინესთეზია გენების მუტაცის შედეგია და თაობიდან თაობას გადაეცემა. ამის მთავარი მაგალითია
რუსი მწერალი ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც სინესთეზიის ნიჭი (დიახ ნიჭი და არა დაავადება!)
დედისგან მიიღო. ნაბოკოვის მეუღლე და ვაჟიც ამ მე-7 გრძნობის „მფლობელები“ იყვნენ
სინესთეზია გამოირჩევა კიდევ სხვა განსაკუთრებულობით,
რომელიც მას განასხვავებს შემოქმედებითი ფანტაზიების ნაყოფის ან მაღალფარდოვანი პოეზიისგან.
თუ ლოგიკურად ვიმკსჯელებთ სინესთეზია არა არის ადამიანის ტვინის განვითარების რეზულტატი.
აქ ჩნდება კითხვა რატომ. თუ ტვინის ევოლუციას დავაკვირდებით შევამჩნევთ, რომ ეს ორგანო
ორიენტირებულია თავისი ფუნქციების ანატომიურ გაყოფაზე.
სინესთეზია შეიძლება წარმოიშვას არჩევითობითაც, მხოლოდ
და მხოლოდ გარკვეულ შტაბეჭდილებებზე.
ზოგადად სინესთეტები ჩვეულებრივი ადამიანებისგან არ
განსხვავდებიან მაღალი ინტელექტუალობით. ეს ფენომენი ბავშვობიდანვე ვლინდება. სინესთეტები
სუსტები არიან მათემატიკაში, აქვთ ცუდი ორიენტაციის უნარი და უმეტესობა მათგანს გააჩნია
მანიაკალური ლტოლვა წესრიგისა და სიმეტრიისაკენ. მათი მეხსიერება არაზუსტია. მაგალითად,
სინესთეტისგან მოსალოდნელია რომ გაიგოტ შემდეგი ფრაზა: „არ მახსოვს ამ ქუჩის დასახელება,
მაგრამ ნამდვილად ნარინჯისფერია“.
სინესთეზიის ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულაი შემოქმედ ადამიანებში. მაგალითად, მოცარტი ამტკიცებდა, რომ რე მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავდა, ხოლო სი-ბელომ მინორი კი შავი ფერის იყო. უნგრელმა კომპოზიტორმა ფრანც ლისტმა ერთ-ერთი კონცერტის დროს ორკესტრს სთხოვა უფრო ლურჯად დაეკრა. ცნობილ ლინგვისტ ანტუან ტომსონ დააბადის კი უნიკალური ნიჭი ჰქონდა - იგი გარშემო არსებულ საგნებს, მათ შორის სახლებს, ხეებსა და მეგობრების თმასაც კი ციფრებად აღიქვამდა.
სინესთეზიის ფენომენი განსაკუთრებით გავრცელებულაი
შემოქმედ ადამიანებში.

შვეიცარიელი ფსიქიატრი და ავტორი ტერმინებისა „შიზოფრენია“
და „აუტიზმი“ - მეცნიერი ეიჰენ ბლეილერიც იყო სინეზთეტი, რომელსაც განვითარებული ჰქონდა
გრაფო-ფერადოვანი (ასოების ხედვა ფერებში) სინესთეზიის ფორმა.
მსოფიოს ცნობილი პიროვნებებიდან სინეზთეტები იყვნენ კომპოზიტორები ფერენც ლისტი და
იან სიბერიუსი.
ახლა დროა ვისაუბროთ სინესთეზიის სხვადასხვა ფორმაზე
· ვიზუალური სინესთეზია - ამ დროს ინდივიდი ვიზუალურ გამოსახულებას ფერებად
აღიქვამს. მაგალითად ფერადი სმენა, რომელიც ფართოდაა გავრცელებული მუსიკოსებში. ამ
ნიჭის მქონე ადამიანები ბგერებს ფერადად აღიქვამენ. ვიზუალური სინესთეზიის ნიჭის მქონე
ადამიანისათვის ერთ გარკვეულ ასოს ან ნიშანს აქვს ყოველთვის ერთი ფერი, რომელიც ინდივიდუალურია.
დაკვირვების შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სანამ სინესთეტისთვის სიტყვა ბოლომდე
არ არის ცნობილი, ყველა ასოს თავისი ფერი გააჩნია, მაგრამ რაც უფრო იკვეთება სიტყვა,
მით უფრო მეტად იღებს პირველი მარცვალი ან მთელი სიტყვა პირველი ასოს ფერს. სინესთეზიის
ერთ-ერთი მახასიათებელია ასოციაციის სრულიად გაუკონტროლებლად წარმოქმნა. მაგალითად, თუ ადამიანისათვის ციფრი
„1“ შავი ფერის არის, ხოლო „2“ - იისფერი, რიცხვი „12“ მიიღებს შავსა და იისფერ შეფერილობას.
რიცხვ „212-ს“ ექნება ორი იისფერი და ერთი შავი ზოლი. მიუხედავად სინესთეტის სურვილისა
ამ დროს სხვა ასოციაცია არ წარმოიქმნება. ასევე შესაძლებელია ფერის ინტენსივობის ცვლიება,
რაც აღმქმელის ემოციურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ასევე ხშირია კვირის დღეებისა
და თვეების ფერთა გამაში აღქმა. მრავალ ადამიანში მოყვითალო-მონარინჯისფრო ფერი იწვევდა სითბოს შეგრძნებას, ხოლო მოლურჯო-მომწვანო
- სიცივის.
· გემოს სინესთეზია - იგი თავისი არსით სულაც არ გულისხმობს რაღაცის გასინჯვას.
პირიქით, გემოს სინესთეზიის მქონე ადამიანებს ამა თუ იმ საგნის დანახვისას უჩნდებათ
გემოს ასოციაციები. მაგალითად, კონკრეტულ სიმღერას ამ ნიჭის მქონე ადამიანისთვის შეიძლება
ატმის მურაბის გემო ჰქონდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იგივე მუსიკას მსგავსი
ნიჭის ადამიანისთვის შესაძლოა მსხლის წვენის გემო ჰქონდეს. ამ დროს ყურადღებამისაქცევია
ის ფაქტი, რომ ცალკეული ინდივიდისათვის გარკვეული დროის გასვლის შემდეგ , ასოციაცია
უცვლელი რჩება და არ ხდება სხვა გემოთი ჩანაცვლება.
· სმენითისინესთეზია - მოცე-მული ფენომენის დროს ადამიანი ბგერებს ფერებად
აღიქვამს. იგი ამბობდა, რომ მაჟორულ გამას ფორთოხლისფრად ხედავდა, ხოლო სი-ბემოლ მინორი
კი შავი ფერის იყო. ფერადი სმენა აღენიშნებოდა კომპოზიტორ რიმსკი კორსაკოვსა და სკრიანინს.
ცნობილი მუსიკოსი სინესთეტების სიაში არიან ფრანც ლისტი, ჯიმი ჰენდრიქი, იცჰაკ ჰერლმანი,
ლეონარდ ბერნშტაინი და ა.შ.
· ტაქტილური ანუ შეხებითი სინესთეზია - ამ დროს სინესთეტი სხვის სხეულზე დანახულ შეხებას
საკუთარ სხეულზე გრძნობს. მსგავსი სინესთეზიის მქონე ადამიანები კარგი ინტუიციითა და
მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევიან. ეს ფენომენი გამოწვეულია სარკისებრი ნეირონების
ზედმეტი აქტიურობით. სარკისებრი მექანიზმი ყველა ადამიანს გააჩნია, მაგრამ ტაქტილური
სინესთეტები სხვა ადამიანთან ბევრად ახლო მგრძნობელობით კონტაქტში იმყოფებიან და შეგრძნების
აღქმა კიდევ უფრო მძაფრია. მოცემული შენთხვევა ბევრად ახალია. იგი 2005 წელს აღიწერა
პირველად დოქტორ ჯეიმი ვარდის მიერ
· სარკისებრი შეხების სინესთეზია - იგი სინესთეზიის ყველაზე ამოუცნობი და იდუმალი ფორმაა.
ამ დროს ადამიანი სხვის ფიზიკურ შეგრძნებებს გრძნობს. აშშ-ში მცხოვრებ ექიმ ჯოელ სალინასს
სინესთეზიის სწორედ ეს ფორმა აქვს. იგი ჩახუტებული ადამიანების დანახვისას სიამოვნებას
განიცდის, მაგრამ სხვა ადამიანის ფიზიური ტკივილი მასაც ტკივილს ანიჭებს. სალინასი
მასაჩუსეტსის ცენტრალური კლინიკის ნერვოლოგია. როცა იგი ერთ-ერთ პაციენტს ზედა კიდურის
ამპუტაციის ოპერაციას უტარებდა, თვითონაც წარმოუდგენელ ტკივილს განიცდიდა, თუმცა ამბობს,
რომ ეს ნიჭი მას საშუალებას აძლევს პაციენტთან ურთიერთობაში ფსიქოლოგიური ბარიერი გაარღვიოს
და მათთან უფრო ახლოს იყოს.
· დრო-სივრცის სინესთეზია - (Time-Space Synesthesia) -
იგი მოცემული ფენომენის
ერთ-ერთი უიშვიათესი და საინტერესო სახეა. ამ დროს ადამიანს შესწევს უნარი გარკვეული
ფიგურები და ობიექტები სივრცეში წარმოიდგინოს და იშვიათ შემთხვევაში დაინახოს კიდეც.
დროსა და სივრცის აღქმის უნარის გამძაფრებისას ადამიანი ახერხებს დროის ინტერვალების
ვიზუალურ აღწერასა და დამახსოვრებას. აღნიშნულ შემთხვევას იკვლევს სინესტეზიის განხრით
ცნობილი მეცნიერი იულია სიმნესი. იგი დრო-სივრცის სინესთეზიას უმაღლეს ხარისხს ანიჭებს
და განსაკუთრებით კომპლექსურ ფორმად მოიხსენიებს.
·
აურის აღქმითი ანუ ხედვითი სინესთეზია - ამ დროს სინესთეტის მიერ დაკვირვების ობიექტების გარშემო
არსებული ფორმები და ფერები აღიქმება და იცვლება იმის მიხედვით, თუ რა ხასიათსა და
ემოციურ მდგომარეობაშია სინესთეტი. სავარაუდოდ ყველასთვის ცნობილი „ინდიგო ბავშვები“
(ბავშვები ცისფერი აურით) სწორედ ამ ფენომენის წყალობით იქნნენ აღმოცენილნი.
·
Ticker-Tape
Synesthesia - იგი
ნაკლებად ცნობილ სინესთეტურ ფორმას მიეკუთვნება. ამ დროს მოსმენილი ტექსტი, არც მეტი,
არც ნაკლები, სუბტიტრებად წარმოდგება ანდაც მისი წარმოსახვით კლავიატურაზე აკრეფვა
ხდება.
·
ცნობილია
ასევე სინესთეზიის ფორმა, რომლის დროსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბასრ, ხორკლიან, პრიალა
და ა.შ. საგანზე შეხებისას იცვლება ადამიანის ხასიათი და მისი ემოციური მდგომარეობა.
· სინესრთეზია
ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს თითოეული სიტყვის წარმოთქმასთანაც. იგი სივრცესა
და დროში სუბიექტივისა და ობიექტივის ურთიერთქმედების მაპროვოცირებელი და ხშირ შემთხვევაში
განმსაზღვრელიცაა. ამ კუთხით საინტერესოა გამოჩეილი ბერძენი ფილოსოფოსის - სოკრატეს
ცხოვბრების ერთ-ერთი ეპიზოდი. ერთხელ, როდესაც სოკრატე თავის აუდიტორიაში ჩვეულებრივ
ქადაგებდა, შეამჩნია, რომ ერთი ქალი თავისი სილამაზით ზედმეტად კეკლუცობდა. იგი მიუახლოვდა
ქალს და ცოტახანი აკვირდებოდა. ჩამოვარდნილი სიჩუმე და უხერხულობა კვლავ სოკრატეს ღრმა
ფილოსოფიურმა სიტყვებმა დაანგრია: „დიახ, გეთაყვა, მოიღეთ ხმა, თქვით რამე, რათა დავრწმუნდე,
რომ თქვენ ნამდვილად მშვენიერი ხართ.“
უკანასკნელი მონაცემების მიხედვით არსებობს ამ ფენომენის
განსაკუტრებული ფორმებიც, რომლებიც თავისი უნიკალურობით განსხვავდებიან ტიპური სინესთეტური
ფორმებისაგან. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ განსაკუთრებით მაღალი მგრძნობელობითა
და ექსტრასენსული უნარებიტ დაჯილდოებული ადამიანების უმეტესობა წარმოადგენენ სინესთეტებს.
ამის ნათელი მაგალითია ამერიკელი ფსიქოლოგი და მკვლევარი, ავტორი ტერმინისა „ინდიგო
ბავშვები“ - ნენსი ენ ტეპი.

სწავლულები აღნიშნავენ, რომ უმრავლესობა მკურნალებისა
არ არის სინესთეტი და მხოლოდ მათ მცირე რაოდენობას გააჩნია ეს უნარი. მეცნიერები თვლიან,
რომ ამ ყველაფერს მივყავართ ტვინის უნიკალურობის მეცნიერულ ახსნამდე. იბორამ და პასტორმა
აიღეს ინტერვიუ სინესთეზიით დაავადებული ზოგიერთი მკურნალისაგან. მაგალითად შეგვიძლია
მოვიყვანოთ ესტებანა სანჩეს კასა - გრანადაში მცხოვრები მკურნალი, რომელსაც სჭირს
„სახე-ფერი სინესთეზია“ - ანუ მისი ტვინის ის ზონა, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის
სახის ამოცნობასთან, ასოცირდება ფერთა განსაზღვრის ზონასთან. ამიტომაც, იგი თითოეულ
ადამიანს ადარებს გარკვეულ ფერს. ასევე მას გააჩნია სარკისებრი შეხების სინესთეზიის
უნარიც. ასევე იგი ფლობს ემპათიის თვისებას - კერძოდ თვისებას იგრძნოს ის, რასაც გრძნობს
მისი პაციენტი. ამ უნარებიდან გამომდინარე კი მას განუვითარდა განსაკუთრებული ემოციური
აღქმა, რაც საბოლოოდ იწვევს ადამიანთათვის მის მიმართ ნდობის შთაგონების უნარს.
ასევე ძალიან საინტერესოა კვლევები, რომლებიც ჩატარდა
კალიფორნიაში მდებაე სან-დიეგოს უნივერსიტეტში. გამოკითხვებმა უჩვენა, რომ ეს ფენომენი
შედეგია ტვინის მონაკვეთებში კროს-აქტივაციის, ანუ გრძნობათა ორგანოების შერეული აქტივაციის.
აღნიშნული დასკვნა გამოიტანეს ცდიდან, რომელიც მიმდინარეობდა ადამიანის ტვინზე ფუნქციონალური
მაგნიტო რეზონანსული სკანერით დაკვირვებისას. შედეგები ამტკიცებს, რომ ტვინის შერეულ
მონაკვეთებში კროს-აქტივაცია არის სწორედ ის მექანიზმი, რომელიც საფუძვლად უდევს სინესთეზიას.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, თავისი ბუნებით სინესთეზიის
სინდრომი, როგორც ჩანს წარმოადგენს ტვინის ანალიზატორების გაძლიერებულ ურთიერთქმედებას.
სინდრომის ყველა ტავისებური ფორმა აღინიშნება, როგორც პათოლოგია. მაგრამ, ალბათ ყველაზე
დიდი და ცნობილი სინესთეტი იოჰან ვოლფგანგ გოეთე იყო, რომელმაც „ფერთა თეორიის“ შექმნაში
თავისი ორიგინალური ნიჭი და სამყაროს სინესთეტური აღქმა დაიხმაერა. მაშასადამე სინესთეზია
არა პათოლოგია, არამდე ერთ-ერთი უდიდესი ნიჭია, რაც კი ღმერთს ადამიანისათვის გაუმეტებია.
სტატიის ავტორი: ლუკა მადურაშვილი
სტატიის ავტორი: ლუკა მადურაშვილი
Comments
Post a Comment