ჩემი ბლოგების მკითხველებმა იციან, რომ სტატიებს ყოველთვის უიშვიათეს და ძალიან საინტერესო დაავადებებზე ვაქვეყნებ, გამონაკლისი არც ეს შემთხვევაა. დღეს მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ნეიროდეგეერაციული დაავადება, რომლის შესწავლაც 1980-იანი წლებიდან დაიწყო და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. მაშასადამე თქვენს წინაშეა ყველაზე გავრცელებული ტრანსმისიული პრიონული დაავადება - CJD ანუ კრუტცფელდ-იაკობსის დაავადება ტრანსმისიური (გადამდები) ღრუბლისებრი ენცეფალოპათიები - TSE TSE (Transmissible Spongiform Encephalopathies) ცნობილია ასევე პრიონული დაავადებების სახელითაც. TSE ჯგუფი აერთიანებს უიშვიათეს დაავადებებს, რომელებიც იწვევს თავის ტვინის დეგენერაციას. ისინი ხასიათდება ტვინში მცირე ზომის მრავალი ხვრელის გაჩენით, რომლებიც ამ უკანასკნელს ღრუბლის ფორმას ანიჭებს. აღნიშნული ხვრელების დანახვა შესაძლებელია მხოლოდ თავის ტვინის ნერვული ქსოვილის მიკროსკოპით დათვალიერების შედეგად. TSE-ს მიეკუთვნება: კურუ, მომაკვდინებლი ოჯახური ინსომნია (FFI), გერსტმან-სტრაუსელ-შჩეინ...
მოკლედ , დიდი ხანია ახალი სტატია არ დამიწერია და რაღაც ძალიან ინაქტიურიც გავხდი , მაგრამ ვეცდები კიდევ უფრო მეტი და მეტი ახალი ინფორმაცია შემოგთავაზოთხოლმე . დღეს კი მინდა ერთ - ერთ ძალიან მაგარ სამედიცინო მიღწევაზე გესაუბროთ . HOT ანუ ადამიანის ორგანოთა ტრანსპლანტაცია არის სამედიცინო სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ინოვაცია, რომლის დროსაც ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმიდან კვეთენ ორგანოს ან მის ნაწილს და ათავსებენ რეციპიენტის ორგანიზმში, ანუ ექიმები მიმღების დაზიანებულ ორგანოს ანაცვლებენ დონორის ჯანმრთელი ორგანოთი ან მისი ნაწილით. არსებობს ტრანსპლანტაციის განსხვავებული სახეები, მაგრამ დღეს მინდა თქვენი ყურადღება მივაბყრო ყველაზე „ახალგაზრდა“ და ამავდროულად ექსპერიმენტალურ ტრანსპლანტაციის მეთოდს, რომელსაც...