სიკვდილის შემდეგ ცხედრებს ხშირად აღენიშნებათ გაშეშებული კიდურები თითქოს გვამი გაყინულიაო, ეს ერთი შეხედვით ძალიან უჩვეულოა, რადგან ამ დროს მეტაბოლიზმი ჩერდება და ადამიანის კუნთს კუმშვადობის უნარი ერთმევა. მაშ რაშია საქმე? ამ ფენომენს მეცნიერებმა სიკვდილის შემდგომი კუნთების რიგიდულობა (გაშეშება) ანუ რიგორ მორტისი - SOD (S tiffness O f D eath ) უწოდეს, იგი სიკვდილის მესამე ეტაპია და ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე იოლი საშუალებაა სიკვდილის დასადასტურებლად. რიგორ მორტისი გამოწვეულია იმ ქიმიური რეაქციებით კუნთებში, რომელიც „სიკვდილის შემდეგ მიმდინარეობს“ და იწვევს გვამის კუნთების რიგიდულობას. ადამიანში ეს ფენომენი ვლინდება გარდაცვალებიდან 2 – 6 საათში. რიგორ მორტისის გამომწვევი მოლეკულური საფუძვლები და კუნთების მოლეკულური ანატომია სიკვდილის შემდეგ, ორგანიზმში წყდება სუნთქვის პროცესი. ამოწურვადი ჟანგბადი გამოიყენება ადენოზინტრიპოსფატის - ატფ-ის წარმოსაქმნელად. ატფ ყველაფერთან ერთად საჭიროა აქტინი...